სოფელ ოცინდალეში ხანძარია

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ოცინდალეში ხანძარია.როგორც ჩხოროწყუს მერი დავით გოგუა აცხადებს, ცეცხლი ეკალ-ბარდებსა და ბუჩქნარს უკიდია.
ადგილზე მუშაობს სახანძრო სამაშველო სამსახუროს ბრიგადები. მისივე თქმით, ხანძრის დასახლებულ პუნქტზე მოდების საშიშროება არ არსებობს.




