ზუგდიდში ძებნილი ბეჟან გვაზავა დააკავეს

ზუგდიდში სამართალდამცავებმა ძებნილი და უკვე ბრალდებული ბეჟან გვაზავა დააკავეს.
მსჯავრდებული გვაზავა საქართველოს პირველი პრეზიდნტის აქტიური მხარდამჭერია და თანამოაზრეებშიც ავტორიტეტით სარგებლობს. გვაზავამ 4 წლის წინ არჩევნების დროს პოლიტიკური ოპონენტი დაჭრა და მიიმალა.
ცნობისთვის, ზუგდიდის რაიონის სოფელ გრიგოლიშში სისხლიანი გარჩევა მოხდა – 28 წლის ბესიკ ლაგვილავას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმეჯერ ესროლეს, მას ორი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცის სხეულის დაზიანების ფაქტზე გამოძიება 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.




