ზუგდიდში, პოლიციის მაღალჩინოსანი დააკავეს

- შსს-ს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამსახურის უფროსი მანუჩარ კუპრავა ამავე სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დააკავა. Stvს ინფორმაციით, პოლიციის მაღალჩინოსანს გამოძიება მუქარას ედავება.
საქმეში ფიგურირებს ქალბატონი, რომელსაც დაკავებულმა დაურეკა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. შემდეგ ქალბატონმა 112 ში დარეკა და აღნიშნული ჩანაწერი პოლიციაში წარადგინა.




