სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი 45 ადამიანს დაუდასტურდა, ხოლო ერთი გადარდაიცვალა

სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი 45 ადამიანს დაუდასტურდა, ხოლო ერთი გადარდაიცვალა. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გარდაცვლილი 87 წლის ქალია, ის სენაკის მცხოვრები იყო. პაციენტი გუშინ, სენაკის კლინიკა-სენამედში გარდაიცვალა.
რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 98. რუხის კლინიკაში იმყოფება – 70 კოვიდ პაციენტი. სენამედის კლინიკაში იმყოფება – 37 კოვიდ პაციენტი მათ შორის მძიმე 7. ფოთის კლინიკაში იმყოფება – 24 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 4 პაციენტი. ზუგდიდის რეფერალური ფოსპიტალი – 18 პაციენტი, მათ დორის 4 მძიმე.
აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკა – 11 პაციენტი. სენაკი ლაზიკა მედი – 27 პაციენტი. კორონავირუსით ბოლო 24 საათში, კიდევ 31 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს უკვე 2 603 პირი ემსხვერპლა. 3
იანვრის მონაცემებით, გამოვლინდა 417 ახალი შემთხვევა. სულ დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 229 169-ს. გამოჯანმრთელდა 2 469 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 220 442-მდე.




