ზუგდიდში ერთ ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

- ზუგდიდში ერთ ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა, რომელიც რუსეთიდან ლარსის გამშვები პუნქტის გავლით შემოვიდა. შუახნის მამაკაცი ზუგდიდში ძმის გასვენებაზე ჩამოვიდა. კარანტინში უკვე გადაყვანილია მისი კონტაქტები.
“1 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, შუახნის მამაკაცი შემოსულია ლარსის სასაზღვრო პუნქტიდან, 12 ში შემოვიდა და გადაიყვანეს კარანტინში, ჩაუტარდა პისიარ კვლევა, რომლის უარყოფითი პასუხის შემდგომ 14 ში გაანთავისუფლეს კარანტინიდან დროებით ( ძმის გარდაცვალების გამო) . გუშინ ჩაუტარდა ტესტირება განმეორებით და საეჭვო შემთხვევის გამო გადაიყვანეს რუხის კლინიკაში. კორონავირუსი (სუსტად დადებითი) მას დაუდასტურდა დღეს. 70 წლამდე მამაკაცი, იმყოფებოდა გასვენებაზე. 7 ადამიანი გადაყვანილია კარანტინში და მიმდინარეობს ღრმა ეპიდკვლევა”-აცხადებენ ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.




