“თოკების პარკი” – სენაკი ტურიზმის განვითარების მნიშვნელოვანი სეგმენტი ხდება

- მალე, სენაკის მუნიციპალიტეტი – ტურიზმის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სეგმენტი გახდება. პროექტი – ,,სენაკის ეკონომიკური განვითარება ტურიზმის ხელშეწყობის გზით’’, ხორციელდება საქართველოს მთავრობის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) – რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში (FRLD) – ფაზა 2-ის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.
დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი პირველ მოადგილესთან გრიგოლ ბაღათურიასთან, მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილთან, მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის და ქონების მართვის სამსახურის სპეციალისტებთან – ბადრი ქუთელიასთან და მარინე კვარჭაიასთან ერთად, ნოქალაქევისა და ლეძაძამეს ადმინისტრაციულ ერთეულებში იმყოფებოდა, სადაც გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP) წარმომადგენლებს – თინათინ ტყეშელაშვილს, ოთარ კონჯარიასა და გვანცა ირემაშვილს შეხვდა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა პროექტის – ,,სენაკის ეკონომიკური განვითარება ტურიზმის ხელშეწყობის გზით’’ – განხორციელების ეტაპები, რაც ითვალისწინებს ნოქალაქევში, მდ. ტეხურის ხეობაში, რეკრეაციული ზონის განვითარებისთვის სათავგადასავლო და დასასვენებელი ატრაქციების მოწყობას.
ამ ეტაპზე, ლეძაძამეს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბეთლემში, ყოფილი პიონერთა ბანაკის მიმდებარე ტერიტორიაზე, შემეცნებით-გასართობი ატრაქცია „თოკების პარკი“ მოწყობილია. აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელიც ივლისის თვეში დასრულდება.
მსგავსი სიახლეები

ირაკლი კობახიძე: 2024 წელს საქართველოში გაიმართება ტურიზმის გლობალური სექტორისთვის ისეთი გამორჩეული ღონისძიება, როგორიცაა მსოფლიო ტურიზმის დღე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა ჩვენი ქვეყნისთვის

ანაკლიამ ტურიზმის განვითარების რეგიონულ სიმპოზიუმს უმასპინძლა


