ზუგდიდში ოთხ ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა, მათ შორის არიან მოზარდები

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 4 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ცნობილი რამდენიმე წუთის წინ გახდა. როგორც ირკვევა ახალ ინფიცირებულთა შორის 3 არასრულწლოვანი ტრაილერის მძღოლის კლასტერიდანაა, ხოლო ერთი ახალგაზრდა ქალბატონია, რომელსაც საზღვრის კვეთა ჰქონდა და ამ დრომდე საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა.
მანამდე კი, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 143 პირის კვლევა ჩატარდა. 139 ტესტის პასუხი უარყოფითია.
უარყოფით პასუხებს შორის 19 არის ცხელების ცენტრების პაციენტების, მათ შორის ერთი კოვიდინფიცირებული მამაკაცის კონტაქტია. ასევე, აღნიშნულ პასუხებშია რეგიონის სამედიცინო პერსონალის, 55 პირის პასუხი, საბაჟოს თანამშრომლების, 59 პირის პასუხი და თვითიზოლაციაში მყოფი ექვსი ადამიანის პასუხი.




