ედიშერ თოლორაია: ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა აღარ მოქმედებს, თუმცა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ედიშერ თოლორაია ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის და კომენდანტის საათის გაუქმებას ეხმაურება. პარლამენტარი მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვინმაც პროცესებში აქტიური მონაწილეობა მიითო. ედიშერ თოლორაია მადლობას უხდის ხალხს, რომლებმაც მოთმინებით გაიარეს ორთვიანი პერიოდი და გაგებით ეკიდებოდნენ ქვეყანაში არსებულ სიტუაციას.
ჩვენს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და ე.წ. კომენდანტის საათი აღარ მოქმედებს, მაგრამ ქვეყანაში კვლავ რჩება რიგი შეზღუდვები, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში მოქმედებს, რადგან ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება.
მინდა, მადლობა გადავუხადო, საქართველოს მთავრობას, ჯანდაცვის სამინისტროს, ექიმებს, ეპიდემიოლოგებს,სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომლებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თითოეულ პოლიციელს, თავდაცვის სამინისტოს ყველა ქვედანაყოფს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, საქართველოს პარლამენტს, ჟურნალისტებს, მოხალისეთა ჯგუფებს. ჩვენ, ყველამ ერთად შევძელით და ეს პერიოდი ნაკლები ზიანით გავიარეთ. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ქართველ საზოგადოებას მოთმინებისთვის და ყველა იმ რეკომენდაციის დაცვისათვის რასაც იძლეოდა ჯანდაცვის სამინისტრო.




