ჭუბერში ხანძრის გაჩენა სავარაუდოდ მეხის დაცემას უკავშირდება

- ხანზარი იყო მესტიის მუნიციპალიტეტში, ჭუბერის თემში, სოფელ გურიშშთან ახლოს მდებარე ტყეში. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის ნინო ვიბლიანის განცხადებით, 112-ში მიღებული ინფორმაციის თანახმად, შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.
მისივე თქმით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ მეხის დაცემა გახდა. ადგილზე ინდივიდუალური სპეციალური აღჭურვილობით და დრონით მივიდნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მესტიის და ჯვრის სამმართველოებიდან.


