ძლიერი ქარი და ხანძარი ზუგდიდის სამ სოფელში

- ხანძარია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში. ჯუმში, ნარაზენსა და დავითიანში ცეცხლი, ძირითადად, უკიდია ბალახს, ეკალბარდს, სიმინდის ყანებს და თხილნარს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ყველა შემთხვევაზე მომხდარია რეაგირება.
ადგილებზე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები. მათივე ცნობით, ძლიერი ქარის გამო, რამდენიმე კერაზე არსებობს პლანტაციებსა და ნარგავებზე ცეცხლის გადასვლის საფრთხე. პრევენციისა და დახმარების მიზნით გურიიდან, აჭარიდან და იმერეთიდან ხდება დამატებითი ძალების და სახანძრო ტექნიკის მობილიზება.




