უახლოეს დღეებში დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ქარი და წვიმა ელჭექით

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4-5 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი. 5 – 6 ოქტომბერს მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლება.
ჰიდრომეტეოროლოგების ცნობით, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3 – 4 ბალიანი შტორმი.
5 ოქტომბერს, დღის ბოლოს მაღალმთიან რაიონებში მოთოვს. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).




