14 აგვისტომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი

- 14 აგვისტომდე საქართველოში (ძირითადად დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში) მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3-ბალიანი ღელვა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმავციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე და მშრალ ხევებში წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
მსგავსი სიახლეები

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29 ივნისიდან 1 ივლისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ელჭექი და სეტყვა, ზღვაზე 4-ბალიანი შტორმი

უახლოეს დღეებში დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ქარი და წვიმა ელჭექით


