მესტიაში მეწყერის შედეგად ჩაკეტილი მოძრაობა აღდგენილია

- მესტიაში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ჩაკეტილ მონაკვეთზე მოძრაობა აღდგენილია. ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი ავრცელებს.
“შავღელეზე ჩამოწვა მეწყერი. საფრთხე არავის შექმნია. უამინდობის დროს იცის ხოლმე მეწყერმა ჩამოწოლა ამ ადგილას და თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში იწმინდება. მოძრაობის ერთსაათიანი შეფერხება იყო“,-განაცხადა მერმა.
ცნობისთვის, გუშინ, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 116-ე კმ-ზე (შავი ღელე) წვიმის შედეგად ფერდი ჩამოიშალა, რამაც მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვია.




