არჩილ თალაკვაძე – საქართველოს ექნება საერთაშორისო სავაჭრო პალატის არბიტრაჟი

“შეთანხმება მიღწეულია – საქართველოს ექნება ბიზნეს დავების სანდო და სწრაფი გადაწყვეტის მექანიზმი – საერთაშორისო სავაჭრო პალატის არბიტრაჟი. ეს ნიშნავს მეტ ბიზნესს, მეტინვესტიციას, მეტ სამუშაო ადგილს”- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის სესიაზე განაცხადა.
“წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოსთან (ICC International Court of Arbitration) და საქართველოში საერთაშორისო სავაჭროპალატის არბიტრაჟი დაფუძნდება. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მემორანდუმს ხელს 20 დეკემბერს, პარიზში მოაწერს.
ეს არის მთავრობის და ჩვენი ხელისუფლების კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი თანამედროვე, ღია და კონკურენტული ეკონომიკისთვის, რომელიც მოიზიდავს მეტ ინვესტორს,შექმნის ახალ სამუშაოადგილებს. გეოპოლიტიკურ მდებარეობასთან ერთად, განვითარებული სამართლებრივი და ინსტიტუციური გარემო კიდევ უფრო მეტად ხდება ჩვენი ქვეყნის უპირატესობა”,-აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.



