მესტიაში დიდი რაოდენობის ელექტროენერგიის დატაცების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

- მესტიაში დიდი რაოდენობის ელექტროენერგიის დატაცების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ და ამბობენ რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს ენერგორესურსით სარგებლობის წესის დარღვევს.
“ენერგო-პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, მესტიის ცენტრში არსებული სასტუმრო “ბანგურიანის” დამხმარე ფართში, ადგილობრივმა პოლიციამ გამოავლინა კრიპტოვალუტების მწარმოებელი აპარატების დიდი რაოდენობა, რომლებიც უკანონოთ მოიხმარდნენ დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას.
კერძოდ, აღმოჩენილი დატაცება უტოლდება 4-5 საშუალო სოფლის მოხმარებას. კომპანიის ცნობით, მესტიაში, განსაკუთრებით ბოლო ერთ წელიწადში ძალიან გაზრდილია ელექტროენერგიის მოხმარება. ამის მიზეზია გახსნილი კრიპტოვალუტის მწარმოებელი პუნქტები, რომლებიც იტაცებენ დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას.




