ფოთში, COVID -19-ის 28 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

- ფოთში, COVID -19-ის 28 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განცხადებით, კორონავირუსზე დღეს 175 ადამიანი იქნა გამოკვკეული. თვითიზოლაციაში 335 პირი იმყოფება.
„ სულ ამ პერიოდისათვის ქ. ფოთში აღრიცხულია დასნებოვნების 3 186 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 2 632 პაციენტი, გარდაცვლილი -14, აქტიური პაციენტია 540, მათ შორის სტაციონარშია 64 , კარანტინში 19, ბინაზე, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ 457. თვითიზოლაციაზეა 335 , ახალი შემთხვევის კონტაქტი 26. დღეს ტესტირება ჩაუტარდა 175 პიროვნებას, ახალი შემთხვევის 7 კონტაქტს და 73 გეგმიურს. „ევექსის“ ფოთის ჰოსპიტალშია 40 პაციენტი“ – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელმა, ნინო ლეფსაიამ.




