ფოთში, კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

- ფოთში, კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განცხადებით, თვითიზოლაციაში 246 ადამიანი იმყოფება, ხოლო საკარანტინე სივრცეში 15 . მიმდინარეობს კონტაქტების მოკვლევა.
„დღეისათვის მდგომარეობა არის მზარდი და არა კლებადი. კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა გვაქვს. ბოლო მონაცემებით სულ ინფიცირების 449 შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯამრთელდა – 205, თვითიზოლაციაში იმყოფება 246, კარანტინში კი 15. სტაციონალურ მკურნალობას გადის 24, ხოლო ბინაზე, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ 203 პირია. „პისეარ“ კვლევა ჩაურატარდა 123 ადამიანს, აქედან სიმპტომური პაციენტი იყო 23“ – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში მენეჯერმა, ნინო ლეფსაიამ.




