სამეგრელოში კორონავირუსის 97 შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის ზუგდიდში – 56

- რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 522 ნიმუშებიდან 97 -ზე დადებითი პასუხია. აქედან 56 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, 13 შემთხვევა დაფიქსირდა მესტიაში, 9 შემთხვევა გვაქვს სენაკში, 6 შემთხვევა დაფიქსირდა წალენჯიხაში, 5 შემთხვევა გვაქვს ჩხოროწყუში, 4 შემთხვევა დაფიქისრდა აბაშაში, 3 შემთხვევა გვაქვს ხობში და 1 ინფიცირებული არის უცხო ქვეყნის მოქალაქე.
რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 137 კოვიდ პაციენტი, აქედან 26-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის 2 მძიმე. ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 67 რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 108 ადამიანი. სამწუხაროდ გვაქვს გარდაცვალების 1 ფაქტი.
გარდაიცვალა მარტვილის მცხოვრები ქალბატონი ნ.თ. 82 წლის. კოვიდ დადასტურებული. მოქალაქე მკურნალობის კურსს გადიოდა ქუთაისის კლინიკაში, ქონდა სხვა დაავდებებიც.




