სპეცოპერაცია ზუგდიდში – პოლიციამ ქალი და ახალგაზრდა მამაკაცი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა

- რამდენიმე წუთის წინ სპეცოპერაცია ჩატარდა ზუგდიდში, ზაქარაიას ქუჩის 8 ნომერში. სპეცნაზელებმა სახლში, რომელიც ადგილობრივ ტარიელ ჯანაშიას ეკუთვნის შეამტვრიეს კარები და ისე შევიდნენ.
ადგილობრივების განცხადებით, პოლიციის განყოფილებაში გადაყვანილია შუახნის ქალი და ახალგაზრდა მამაკაცი. ისინი არ ფლობენ ინფორმაციას, თუ რას უკავშირდებოდა სპეცოპერაცია, ჰქონდა თუ არა ამ ოპერაციას კავშირი ბადრი ესებუასთან დაკავშირებულ საქმესთან.




