სოფელ კირცხის საჯარო სკოლის ორ პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა

- ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხში საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. მიზეზად კორონავირუსის შემთხვევაბი სახელდება, რომელიც სკოლის ორ პედაგოგს დაუდასტურდა. დადებითი პასუხები ტესტირებაზე აღნიშნულმა პედაგოგებმა დღეს დილით მიიღეს.
STV NEWS-ის მიერ მოპოვებულ ინფორმაციას ჩხოროწყუს საზოგადოებრივი ჯკანდაცვის ცენტრშიც ადასტურებენ. ცენტრის დირექტორის, ნინო ჯომიდავას განცხადებით, ორ პედაგოგს კორონავირუსი მართლაც დაუდასტურდა და სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე დილიდან გადავიდა.




