გახარია: შემდგომი 4 წელი იქნება ფოთის აღმშენებლობის წლები

საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, ფოთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაზე თქვა, რომ “ოცნება” აღიარებს ფოთში უამრავი პრობლემის არსებობას, თუმცა მომდევნო 4 წელი ქალაქის აღმშენებლობას დაეთმობა.
“უნდა შევთანხმდეთ და გულწრფელები ვიყოთ ერთმანეთთან, რომ ფოთში ბევრი პრობლემაა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მინდა გითხრათ, რომ შემდგომი 4 წელი იქნება კონკრეტულად ფოთის აღმშენებლობის წლები. იმიტომ, რომ ეს არა მხოლოდ ფოთს, არამედ მთლიანად ქვეყანას სჭირდება”, – ამბობს გახარია.




