მეუფე გრიგოლი დავით გარეჯის თემაზე: ჭეშმარიტება ალბათ, ნებისმიერ შემთხვევაში სასამართლომ უნდა დაადგინოს

- ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ყველა თავის სიმართლეს ამბობს, მაგრამ ჭეშმარიტება ერთია და ეს ჭეშმარიტება ალბათ ნებისმიერ შემთხვევაში სასამართლომ უნდა დაადგინოს,ასე გამოეხაურა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი დავით გარეჯის თემას . საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მეუფე გრიგოლმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე ეკლესიის პოზიცია სინოდის შეკრების შემდეგ გახდება ცნობილი.
,,ეკლესიის პოზიციას მაშინ გავიგებ მეც და თქვენც როდესაც სინოდი შეიკრიბება და იმსჯელებს. სინოდი ერთი წელია არ შეკრებილა. ასე , რომ ჩემთვის ძალიან ძნელია რაღაცის თქმა და მე იმდენივე ვიცი რაც თქვენ. მედია საშუალებებიდან მიღებული ინფორმაციით ძალიან ძნელია დასკვნების გაკეთება . ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ყველა თავის სიმართლეს ამბობს, მაგრამ ჭეშმარიტება ერთია და ეს ჭეშმარიტება ალბათ ნებისმიერ შემთხვევაში სასამართლომ უნდა დაადგინოს, იმისთვის არსებობს. მაგრამ დღეს , ახლა და ამ წუთას ერთადერთი რაც მე ერთ ადამიანს, ერთ მოქალაქეს მიჩნდება ძალიან ბევრი კითხვაა , სხა ვერაფერს ვერ გეტყვით. . იზიარებს თუ არა მამა კირიონის მოსაზრებას დავით გარეჯთან დაკავშირებით, მეუფე გრიგოლი ამბობს ,,მე არ ვიცი მამა კირიონს რა მოტივები აქვს , რა საფუძვლები აქვს. მე ყურადღებით ვუსმინე და გულწრფელი კაცის შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ მისი ეს საუბარი და ის ამბავი რასაც ყვება ეს არის უფრო ემოციური მხარე და თუ ადამიანები მხოლოდ აი, ამ ბრალდებით უნდა იქნენ პასუხისმგებაში მიცემული და სხვა მტკიცებულებები არ არსებობს , მე ძალიან გული დამწყდება,“- ამბობს მეუფე გრიგოლი. გავრცელებულ ინფორმაციას თითქოს სასულიერო პირების ნაწილი რუსულ ინტერესებს ატარებენ , მეუფე გრიგოლს მიაჩნევს, რომ ასეთ საკითხებზე ადამინებმა მყარი არგუმენტებით უნდა ისაუბრონ. ,,ჯობია საერთოდ ყველამ მყარი არგუმენტებით ისაუბროს და არა მხოლოდ ვარაუდებით, იმიტომ რომ ვარაუდით შეიძლება ადამიანს შეურაცხყოფაც მიაყენო, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააყენო. საჭიროა ყოველთვის მტკიცებულება .ვარაუდს ბრალად ვერ წაუყენებ.ჯობია, რომ უფრო სერიოზულად და უფრო პასუხისმგებლბით მივუდგეთ ნებისმიერ საკითხს. ეს ერთი რამე რაც მეც მაკვირვებს და თქვენც , ამდენიხანი თუ ცნობილი იყო , დღეს უკვე კითხვებს აჩენს და ამაში გასაკვირი არაფერი არ უნდა იყოს,“- განაცხადა მეუფე გრიგოლმა.



