ცაიშის სკოლის მძღოლს COVID 19 დაუდასტურდა – სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა

- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშის საჯარო სკოლის მძღოლს კორონავირუსი დილით დაუდასტურდა. სწორედ ამის გამო საჯარო სკოლის საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესი შეწყდა და მთლიანად დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
ასევე, სწავლა ონლაინ რეჯიმში იქნება ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატის საჯარო სკოლასა და ქვალონის საჯარო სკოლებშიც, სადაც კორონავირუსი ამავე სკოლის მძღოლებს დაუდგინდათ.
ცნობისთვის, რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა 114 მოქალაქეს შეადგენს. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 77 კოვიდ პაციენტი, აქედან 6-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში კი 39 კოვიდპაციენტი მკურნალობს. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, 4 მოქალაქე გამოჯანმრთელდა მათგან 3 ზუგდიდი, 1 კი ხაიშია.




