სამეგრელოში 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

- სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მაშტაბით covid 19 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათგან 6 ხობში გუშინ დადასტურებული ქვალონის საჯარო სკოლის ავტობუსის მძღოლის ოჯახის წევრები და მეზობელია.
ასევე 6 შემთხვევაა ფოთში გამოვლენილი რომლებიც ბათუმის კლასტერს უკავშირდება, აქედად 5 ფოთის მკვიდრია, ერთი კი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლიდანაა, რომელიც ფოთში მუშაობდა.
რაც შეეხება ზუგდიდს, covid 19 ის 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან 1 არის საზღვრისკვეთა, 2 არასრულწლოვანია რეპეტიტორის კლასტერიდან, 1 კარანტინში გამოვლინდა, 1 კი ცაიშის სკოლის მიკროავტობუსის მძღოლია და სწორედ ამიტომ ცაიშის საჯარო სკოლა გადადის დისტანციურ სწავლებაზე, ისევე როგორც ქარიატის საჯარო სკოლა.
რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა 114 მოქალაქეს შეადგენს. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 77 კოვიდ პაციენტი, აქედან 6-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში კი 39 კოვიდპაციენტი მკურნალობს. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, 4 მოქალაქე გამოჯანმრთელდა მათგან 3 ზუგდიდი, 1 კი ხაიშია.




