გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, ზუგდიდში სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია

- დღეს ზუგდიდის ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყო. დამატებით რეაბილიტირდება ქალაქის ოთხი ქუჩა. იწყება მერაბ კოსტავას ქუჩის 2-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, შეფერხებულია ავტომობილების მოძრაობა შემდეგი მიმართულებით: თეატრის ქუჩა, გამსახურდიას გამზირი (ყოფილი სასტუმრო ოდიშის ჩათვლით). მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ ალტერნატიული გზით: რუსთაველის, დადიანის, ლაზისა და სოხუმის ქუჩებით.
ზუგდიდში წლის ბოლომდე 60-მდე ქუჩის რეაბილიტაცია განხორციელდება.




