ზუგდიდში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

- ზუგდიდში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად ხორციელდება. გიორგი შენგელიამ, ბერიას ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
ბერიას ქუჩაზე გზის საფარის მეორე ფენის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. გზები რეაბილიტირდება ადმინისტრაციულ ერთეულებში. წლის ბოლომდე ზუგდიდს განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურა ექნება.




