ზუგდიდის განაშენიანების გენერალური გეგმის განხილვა შედგა

- ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ, ქალაქ ზუგდიდის განაშენიანების გენერალური გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა.
პროექტის კონცეფცია რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, მათ შორისაა:
ქალაქ ზუგდიდის მდგრადი განვითარების წინაპირობების შექმნა, სატრანზიტო სატრანსპორტო ნაკადებით გამოწვეული უარყოფითი ზემოქმედების შემცირება, ადმინისტრაციულ-საზოგადოებრივი ცენტრის ფორმირება, ქალაქის ცენტრალურ უბნებისა და ქუჩების განაშენიანების მოწესრიგება, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დამცავი ზონების დადგენა, საზოგადოებრივი სივრცეების დადგენა და განვითარება, შეზღუდული ტერიტორიული რესურსების ფონზე მზარდი სამშენებლო საქმიანობების მართვა, ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების განვითარების პრიორიტეტების დადგენა და სხვა.
შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემრულებელი მალხაზ თორია, მოადგილე დავით ვერავა, ზუგდიდის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე არქიტექტორებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.
ქალაქის გენგეგმაზე „არტსტუდიო პროექტი“ მუშაობს, რომელმაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა.



