stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

რეგიონი

მესტიის გენერალური განვითარების გეგმის დოკუმენტზე საჯარო განხილვები დაიწყო [ვიდეო]

04.07.2019 / 4 ივლისი 2019
მესტიის გენერალური განვითარების გეგმის დოკუმენტზე საჯარო განხილვები დაიწყო [ვიდეო]

მესტიის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის დოკუმენტის საჯარო განხილვა დაიწყო. განვითარების გენერალურ გეგმაზე, საკონსულტაციო ცენტრმა ,,გეოგრაფიკმა” ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან ერთად იმუშავა. შემუშავებისა და განხილვის პროცესში მჭიდროდაა ჩართული ადგილობრივი მოსახლეობა.

პროექტში გათვალისწინებულია კულტურული მემკვიდრეობის, სამთო ინდუსტრიის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, გარემოს დაცვის, ტრანსპორტის და  კომუნიკაციების საკითხები.  გენერალურ გეგმაში გათვალისწინებულია მოქმედი და ახალი სამთო სათხილამურო კურორტების მაქსიმალურად გამოყენება. ასევე მომზადდა დეტალური ზონირებული რუკები.

საჯარო განხილვაში, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მონაწილეობა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ  მზია გიორგობიანმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს.

,,გენერალური განვითარების გეგმის მიზანია, შევინარჩუნოთ სვანეთი, როგორც  კულტურული, ისტორიული, ბუნებრივი ლანდშაფტი, ამავდროულად იყოს შესაძლებლობა, მეტი განვითარების, მეტი ტურისტის მიღების, მეტი დასაქმების, და შემოსავლის შექმნის. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში მოსახლეობა არის ძალიან აქტიურად ჩართული და მათთან შეთანხმების გარეშე არ მიღება არცერთი გადაწყვეტილება, ეს არის სწორედ ,,ქართული ოცნების“ მთავარი ხელწერა, მთავარი ნიშანი და სწორედ ასე ვაპირებთ გავაგრძელოთ მთელი საქართველოს მასშტაბით“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა და დასძინა, რომ მოქალაქეებთან სხვადასხვა პროექტების განხილვა და საჭიროებებზე მსჯელობა აქტიურად გაგრძელდება.

ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართულ საჯარო განხილვაზე, პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ. მისი განმარტებით, ყველა მნიშვნელოვანი პროექტის განხილვა საჯაროდ და მოსახლეობასთან გამართული კონსულტაციებით ხდება: ,,გენერალური განვითარების გეგმა ნამდვილად მნიშვნელოვანია  ჩვენი რეგიონის მდგრადი განვითარებისათვის, ამავე დროს ქაოტური მშენებლობების მოწესრიგებისათვის და გრძელვადიანი ხედვისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი რეგიონის განვითარებას. მოსახლეობასთან ერთად პირველი ეტაპის განხილვა დღეს დაიწყო, რომელიც გაგრძელდება და ჩვენ მივიღებთ საბოლოო ჯამში იმ დოკუმენტს, კონცეფციას რაც მოგვცემს საშუალებას რომ სწორად განვავითაროთ და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის შესაძლებლობები რაც გაგვაჩნია რეგიონში” – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

მესტიის მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სივრცითი დაგეგმარების დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა. პროცესში ჩართული იყო მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, რომელმაც ხაზი გაუსვა გეგმის  მნიშვნელობას და ყურადღება გაამახვილა ტურიზმის სექტორის განვითარებაზე:

,,მესტიის მუნიციპალიტეტის სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტი მნიშვნელოვანია ზოგადად რეგიონის განვითარებისათვის და მისი სწორად დაგეგმარებისთვის. აქ განხილულია თუ როგორ უნდა მოხდეს არა მხოლოდ იმ ტურისტული ნაკადის მიღება, რომელიც ასე აქტიურად არის მოჭარბებული მესტიის მუნიციპალიტეტში, არამედ ასევე განხილულია თუ როგორ უნდა იყოს მიმართული თვითონ ადგილობრივი მოსახლე, როგორ უნდა განვითარდეს და როგორ უნდა მიეცეს შესაძლებლობა უფრო მეტი სარგებელი მიიღოს ტურიზმისაგან” – განაცხადა მზია გიორგობიანმა.

საჯარო განხილვა  მესტიის შემდეგ მულახისა და ჭოლაშის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართება. საბოლოოდ კი დოკუმენტის მიღება მოსახლეობასთან ფართო კონსულტაციებისა და განხილვების შემდეგ მოხდება.

წინა პოსტი

ზუგდიდის მერი დანიის ლტოლვილთა საბჭოს მიწვევით, ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფება

შემდეგი პოსტი

,,შატო დემი’’- ღვინის მარანი, საოჯახო სასტუმრო ზღაპრული ეზოთი და ტრადიცული ქართული სუფრა ბროწეულაში

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ირაკლი კობახიძე: დაგეგმილია თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარება, თელავის აეროპორტის მშენებლობა, მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა, ასევე დასრულდება ქუთაისის აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის შემუშავებაც

ირაკლი კობახიძე: დაგეგმილია თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარება, თელავის აეროპორტის მშენებლობა, მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა, ასევე დასრულდება ქუთაისის აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის შემუშავებაც

მესტიის სოფლებში საერთო კრებები დაიწყო

მესტიის სოფლებში საერთო კრებები დაიწყო

ზუგდიდის განაშენიანების გენერალური გეგმის განხილვა შედგა

ზუგდიდის განაშენიანების გენერალური გეგმის განხილვა შედგა