გიორგი გამსახურდია: ბედის ირონიაა, როცა მარადმწვანე კომკავშირელი ხაზარაძე მამაჩემის თანამებრძოლებს პროვოკატორებს უწოდებს

- “ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მიერ ზუგდიდის ოფისში გამართულ ბრიფინგს სოციალურ ქსელ twitter-ზე გამოეხმაურა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი გიორგი გამსახურდია რომელსაც უკომენტაროდ გთავაზობთ:
“ბედის ირონიაა როდესაც, 9 აპრილამდე და 9 აპრილის შემდგომ მარადმწვანე კომკავშირელი ხაზარაძე, ქვეყნის და მამაჩემის ერთგულ თანამებრძოლებს, რომლებიც ისტორიის ნათელ მხარეს დგანან და იდგნენ, პროვოკატორებს უწოდებს. იმედი მაქვს მიიღებს მალე ხალხისგან ამომწურავ პასუხს”-წერს twitter-ზე გიორგი გამსახურდია.





