ენგურის ხიდიდან ამ წუთებში გადმოაბრძანეს აფხაზეთიდან დაბრუნებული ღვთისმშობლის ხატი

- ენგურის ხიდიდან ამ წუთებში გადმოაბრძანეს ადხაზეთიდან დაბრუნებული ღვთისმშობლის ხატი. ხატის დაბრუნების და ხიდთან გადმობრძანების პროსესს “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერები და აქტივისტები ესქრებოდნენ. ამ წუთებში ხატს ქუთაისის მიმართულებით სასულიერო პირები მიაბრძანებენ. ღვთისმშობლის ხატი ბაგრატის ტაძარში იქნება დასვენებული.
ცნობისთვის, აფხაზებმა ენგურის ხიდამდე ღვთისმშობლის ხატი რამდენიმე დღის წინ მოაბრძანეს. მანამდე ხატის დაბრუნების შესახებ განცხადება “აფხაზეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამაც” გაავრცელა და აღნიშნა, რომ მსგავსი აქციები მიუღებელია მანამ, სანამ ქართული ეკლესია აფხაზურის დამოუკიდებლობას არ აღიარებს.
ქართველმა პოლიტიკოსებმა – პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა და მისმა თანაპარტიელმა, “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა გიორგი ლომიამ ოკუპირებულ აფხაზეთში, ილორის მონასტერში ღვთისმშობლის ხატი რამდენიმე კვირის წინ ჩააბრძანეს.




