შსს მესტიაში ექიმებისთვის ვაკანსიას აცხადებს
03.09.2020 / 3 სექტემბერი 2020

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს გამარტივებულ კონკურსს ექიმ-ტერაპევტებისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, კონკრეტულად კი მესტიის მუნიციპალიტეტში.
ფუნქციები 1. პაციენტებისთვის (იზოლატორში მოთავსებული პირებისთვის) სამედიცინო მომსახურების გაწევა ადგილობრივი სტანდარტებისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; 2. პაციენტების დროული რეფერალის განხორციელება სპეციალისტთან ან/და სტაციონარში დადგენილი წესის შესაბამისად; 3. პირველადი სამედიცინო შემოწმების სრულყოფილად ჩატარების უზრუნველყოფა დადგენილ ვადებში; 4. სამედიცინო დოკუმენტაციის დადგენილი წესით წარმოება; 5. ელექტრონული ბაზის სრულყოფილი წარმოება; 6. სამედიცინო პუნქტში ფარმაცევტული პროდუქტისა და სამედიცინო დანიშნულების საქონლის დანიშნულებისამებრ გამოყენება, შენახვა, აღრიცხვა, საჭიროებისას ბრუნვიდან ამოღება; 7. სამედიცინო პუნქტის სანიტარულ ჰიგიენური მდგომარეობის კონტროლი; 8. სამედიცინო ნარჩენების შეგროვების და შენახვის უზრუნველყოფა დადგენილი წესის შესაბამისად; 9. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქცია-მოვალეობების, ასევე სამსახურის უფროსის და უფროსის მოადგილის ცალკეული დავალებების შესრულება; საკონკურსო თემატიკა საქართველოს კონსტიტუცია (მეორე თავი); საქართველოს კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“; საქართველოს კანონი „საექიმო საქმიანობის შესახებ“; საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“; საქართველოს კანონი „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“; საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“; „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებში მოთავსებულ პირთა სამედიცინო მომსახურების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 8 დეკემბრის N691 ბრძანება; „საექიმო სპეციალობათა პროფესიული კომპეტენციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 მარტის №01- 8/ნ ბრძანება; „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის N337 დადგენილება; „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს №423 ბრძანება; „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის N1006 ბრძანება; დამატებითი მოთხოვნები • სახელმწიფო სერთიფიკატი სპეციალობაში „ზოგადი პროფილის ექიმის“, „შინაგანი სნეულებების (შინაგანი მედიცინის)“ ან/და „საოჯახო მედიცინა“; • ექიმად მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება; • აკადემიური წერა (მათ შორის, ანგარიშების შედგენა); • საოფისე კომპიუტერული პროგრამები (MS Office); უნარ-ჩვევები: • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; • პუნქტუალურობა; • ორგანიზებულობა; • კომუნიკაბელურობა; • გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; • დროის ეფექტიანად მართვის უნარი; • ინფორმაციის მიღებისა და გაზიარების უნარი; • დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი; • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; • ანალიტიკური აზროვნების უნარი. დამატებითი ინფორმაცია თანამდებობრივი სარგო: შესრულებული სამუშაოს მიხედვით, კერძოდ: მოსათავსებელი/მოთავსებული პირის პირველადი სამედიცინო შემოწმება - 30 (ოცდაათი) ლარი; იზოლატორში მოთავსებული პირის განმეორებითი სამედიცინო შემოწმება - 20 (ოცი) ლარი; იზოლატორში მოთავსებული პირის გეგმიური სამედიცინო მომსახურება - 20 (ოცი) ლარი.
მსგავსი სიახლეები

შსს: მესტიაში ვითარება დამაკმაყოფილებელია

შსს მესტიაში დაკარგულ ორ ახალგაზრდასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს


