წალენჯიხის საჯარო სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

- საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ადაპტირებული სველი წერტილებისა და პანდუსების მოწყობა წელს 29 საჯარო სკოლაში ხორციელდება.
ქალაქ ჯვარის #3 საჯაროსა და ოჭანეს საბაზისო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მ/შ დარეჯან დადიანი და მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გელა სალია.
სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულდება და მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს, რეაბილიტირებულ სკოლაში შეხვდებიან.




