ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

- ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსზე ტესტი 194 ადამიანს ჩაუტარდა, აქედან 29-ს დადებითი პასუხი დაუდასტურდა.
დღევანდელი მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19 ჯამში 359 ადამიანს გამოუვლინდა, მათგან 125 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 4 კი – გარდაიცვალა.



