სტუმარი ქალბატონი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა “ზუგდიდი თაიმში” იყო დაბინავებული

- სტუმარი ქალბატონი, რომელსაც ზუგდიდში კორონავირუსი დაუდასტურდა სასტუმრო “ზუგდიდი თაიმში” იყო დაბინავებული. ამის შესახებ სასტუმროს მეპატრონემ სოფიო ხუბულავამ STV NEWS-ს სატელეფონო საუბრისას დაუდასტურა.
“ჩვენთან იყო ქალბატონი დაბინავებული. სულ ორი კვირის გახსნილია სასტუმრო გამარჯვების ქუჩაზე. საღამოს მოვიდნენ ეპიდემიოლოგები და ეს ქალბატონი გადაიყვანეს. ჩვენთვის უცნობია მას დაუდასტურდა თუ არა კორონავირუსი, თუმცა ჩვენ მოგვცეს რეკომენდაცია, რომ ყველა თანამშრომელი გადავიდეს თვითიზოლაციაში, რასაც რათქმაუნდა ვასრულებთ”,-ამბობს სასტუმროს მეპატრონე სოფიო ხუბულავა.
ცნობისთვის, ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში, 29 აგვისტოს, კორონავირუსზე 269 ბიოლოგიური ნიმუშის კვლევა ჩატარდა. გამოკვლეული პირებიდან ერთ პაციენტს ინფექცია დაუდასტურდა, დანარჩენი 268 პირის პასუხი კი უარყოფითია.




