ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 269 პირიდან კორონავირუსი ერთს დაუდასტურდა

- ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში, 29 აგვისტოს, კორონავირუსზე 269 ბიოლოგიური ნიმუშის კვლევა ჩატარდა. გამოკვლეული პირებიდან ერთ პაციენტს ინფექცია დაუდასტურდა, დანარჩენი 268 პირის პასუხი კი უარყოფითია.
გამოკვლეულ პირებს შორისაა, ცხელების ცენტრების 12 პაციენტი, სამედიცინო სფეროს 19 წარმომადგენელი, შინაგან საქმეთა სამინისტროს 218 თანამშრომელი, ეპიდკერაში მყოფი ოთხი მოქალაქე.
ასევე, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოიკვლიეს კარანტინიდან 12, ხოლო თვითიზოლაციიდან ხუთი მოქალაქე.



