სტიქია მესტიის სოფლებში და აღდგენითი სამუშაოები უამინდობის ფონზე

- მესტიის მუნიციპალიტეტში კალა-უშგულის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ იფარის მონაკვეთზე სტიქიის საპრევნციო სამუშოები ჩატარდა, მძიმე ტექნიკის მუშობის საშუალებით ცენტრალური გზის გამაგრება და მდინარის კალაპოტის შეცვლა მოხერხდა.
საპრევენციო სამუშოები ჩატარდა ლენჯერის და მულახის თემშიც, სადაც პრობლემური მონაკვეების გაწმენდა და მოძრაობის აღდგენა მოხდა. სტიქიის შედეგად გარესამყაროს მოწყვეტილია მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელი ადიშში, სადაც მდინარის ადიდების შედეგად დამაკავშირებელი გზა მდინარემ წაიღო. ადიშში დროებითი გზის მოსაწყობად სპეციალური ტექნიკა ხვალიდან იმუშავებს.
სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია, მოადგილე ნინო ვიბლიანი და მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი გაეცნენ.




