მესტიაში მასობრივი თერმოსკრინინგი დაიწყო

- მესტიის მუნიციპალიტეტში დღეს მასობრივი თერმოსკრინინგი დაიწყო. ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ, ნინო ვიბლიანმა განაცხადა. მისი თქმით, PCR კვლევა ჩაუტარდებათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც უშუალო კონტაქტი ჰქონდათ დაავადებულებთან და კოვიდის გამოხატული ნიშნები აქვთ.
„კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდება სამედიცინო პერსონალსაც. გუშინ ვისაც ჩაუტარდა ტესტი, საბედნიეროდ, ყველა პასუხი უარყოფითია“,- განაცხადა ნინო ვიბლიანმა.
მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე უცნობია, როდის დაიწყება მესტიის მუნიციპალიტეტში განმეორებითი ტესტირება.




