ანი წითლიძე “ევროპულ საქართველოს”: მესამე ადგილიც გაუჭირდებათ ლელოს პირობებში ამის პირობას ვაძლევ სამეგრელოში

- ოპოზიციურ პარტიებს შორის მაჟორიდარი დეპუტატობის კანდიდატებთან დაკავშირებით უთანხმოება ისევ გრძელდება. ამჯერად აღნიშნულ თემაზე სტატუსს სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანი წითლიძე აქვეყნებს, რომელსაც უკომენტაროდ გთავაზობთ:
განსაკუთრებული “ჩაჭიდება თუ მოჭიდება” ჰქონია უგულავას ფოთის ოლქში. და იქნებ კითხოს ვინმემ რანაირადაა მანდ “ჩაჭიდებული?” და კიდევ სამეგრელოში გინდოდეს ჩვენს ხარჯზე და “ადგილობრივი გენერლები” მნიშვნელოვანი არ არიანო ამბობდე .
დადგეს ზუგდიდშიც, და სამეგრელოს ყველა ოლქში, უგულავაც, ბოკერიაც, ბაქრაძეც, თუ ვინმე ჰყავთ ყველა. საერთოდ რა პრობლემაა. თუ გავიდნენ მეორე ტურში ჩვენ დავუჭერთ მხარს, რატომ ღელავენ ასე? მესამე ადგილიც გაუჭირდებათ ლელოს პირობებში ამის პირობას ვაძლევ სამეგრელოში, ისე რომ ჩვენ არაფერი დაგვაკლდება




