ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება
27.07.2020 / 27 ივლისი 2020

- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, მის პირველ მოადგილესთან გიგა ფარულავასთან ერთად, ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
- ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე 1500 მეტრი სიგრძის გზა რეაბილიტირდება. გზასთან ერთად სანიაღვრე არხები და ტროტუარები მოეწყობა.
- სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. წლის ბოლომდე ზუგდიდში 60-მდე გზა რეაბილიტირდება.




