წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარეს და აპარატის თანამშრომელს პატიმრობა შეეფარდათ

- ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს და აპარატის თანამშრომელს, რომლებიც საოკუპაციო საზღვართან განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე დააკავეს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნატრული აკობიამ მიიღო. მან სრულად დააკმაყოფილა პროკურორ მირანდა წერეთლის შუამდგომლობა აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით.
ცნობისთვის, გამოძიებას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით აწარმოებს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან რვა წლამდე ვადით.




