სვანეთში დაკარგულ 13 წლის მოზარდს 24 საათის განმავლობაში ისევ ეძებენ

- სვანეთში დაკარგული 13 წლის მოზარდის, ილია ფილფანის სამძებრო სამუშაოები 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ 80-მდე მაშველთან ერთად სამძებრო სამუშოებში ჩართულია დრონი და ვერტმფრენი. მათივე ინფორმაციით, ვერტმფრენი დილიდან განაახლებს მუშაობას.
ცნობისთვის, გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში 13 წლის მოზარდის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 19 ივლისს შევიდა.




