ენგურჰესის თანამშრომელზე PCR ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა და კორონავირუსი არ დაუდასტურდა

- ენგურჰესის თანამშრომელს, რომელსაც პირველადი, სწრაფი ტესტირების შედეგად კორონავირუსი აღმოაჩნდა, PCR ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა. ამის შესახებ ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტში რამდენიმე წუთის წინ განაცხადეს.
შუახნის მამაკაცი რუხის მულტიპროფილურ კლინიკაში იზოლირებულ განყოფილებაში დღეს ენგურის ხიდიდან გადაიყვანეს. შემთხვევა საეჭვოდ შეფასდა და საჭირო იყო სხვა საშუალებებით დაზუსტება. მას დღესვე, PCR ტესტი ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში ჩაუტარდა.
მსგავსი სიახლეები

ზუგდიდში, ორსულ ქალს და ახალგაზრდა მამაკაცს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

მეუფე სტეფანე: არ ვიცი, ვინ რას ურჩევს და უბრძანებს, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი ქართველი ხალხის დაკვეთით არ მოქმედებს და მისი განცხადებები საქართველოს ინტერესებიდან არ გამომდინარეობს


