ფოთის ცხელების ცენტრში რამდენიმე წუთის წინ, საეჭვო სიმპტომებით სამი პაციენტი მოათავსეს

- ფოთის ცხელების ცენტრში რამდენიმე წუთის წინ, საეჭვო სიმპტომებით სამი პაციენტი მოათავსეს. კლინიკის დირექტორის განცხადებით, მათ ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ. სამივე მათგანი ბოქსირებულ პალატებშია მოთავსებული.
„კლინიკაში იმყოფება სამი პაციენტი. 39 წლისა და 40 წლის ქალები ფოთიდან, ასევე, 32 წლის მამაკაცი ფოთიდან. მათ უტარდებათ ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება. პაციენტების ბიოლოგიური მასალა ხვალ დილით გაიგზავნება ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში პისიარკვლევისთვის. პასუხები სავარაუდოდ ხვალვე გახდება ცნობილი“, – განაცხადა კლინიკის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.




