ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩა და მიმდებარე ტერიტორიები 20 ივლისს სრულად ჩაიკეტება

- ზუგდიდი-ანაკლიის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის შ. რუსთაველის ქუჩის მონაკვეთზე, კერძოდ ქუჯის ქუჩისა და შ. რუსთაველის ქუჩის კვეთიდან, მარცხენა სანაპიროსა და შ. რუსთაველის ქუჩის კვეთამდე ( ხიდის ორივე მხარეს), გზის საფარის რეაბილიტაციის სამუშაოების ჩატარების მიზნით, გზის სავალი ნაწილი სრულად ჩაიკეტება 20 ივლისის 00:00 საათიდან 22 ივლისის 24:00 საათამდე.
კომბინატის მიმართულებით მოძრავ ავტომობილებს გადაადგილება შეეძლებათ მ. კოსტავას ქუჩით, ხოლო დაბალი ზონის მიმართულებით მოძრავმა ავტომობილებმა უნდა ისარგებლონ შ. ხუბულავას ქუჩით.




