ზუგდიდში სოხუმის ქუჩა 4 დღით ჩაიკეტება

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის თბილისი – სენაკი – ლესელიძის სოხუმის ქუჩის მონაკვეთზე, კერძოდ სოხუმისა და პუშკინის ქუჩის კვეთიდან, სოხუმისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთამდე, 14 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით, გზის სავალი ნაწილი სრულად ჩაიკეტება.




