ზუგდიდის მერის 8 წარმომადგენელს 1 აგვისტოდან ადმინისტრაციული ხელშეკრულება შეუწყდება

- ზუგდიდის მერის 8 წარმომადგენელს მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან შეუწყდებათ ადმინისტრაციული ხელშეკრულება. ამის შესახებ ზუგდიდის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ. მათი განმარტებით, ცვანეს, ანაკლიას, ჯიხაშკარის, ალერტკარის, კახათის, ახალკახათის, ჭითაწყარისა და შამგონას წარმომადგენლების გათავისუფლება საკადრო გადაადგილებებს უკავშირდება.
საკადრო გადაადგილებასთან დაკავშირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 8 ადმინისტრაციული ერთეულის მერის წარმომადგენელს, 1 აგვისტოს შეუწყდებათ ადმინისტრაციული ხელშეკრულება. აღნიშნულთან დაკავშირებით მათ ეცნობათ ერთი თვით ადრე. ცვანე, ანაკლია, ჯიხაშკარი, ალერტკარი, კახათი, ახალკახათი, ჭითაწყარი, შამგონა




