ჰიპერმარკეტ „კარფური“ -ს ფილიალი ზუგდიდში სექტემბრამდე გაიხსნება

- ჰიპერმარკეტ „კარფური“ -ს ფილიალი ზუგდიდში სექტემბრამდე გაიხსნება. ახალი ჰიპერმარკეტი ბინას აღმაშენებლის #6-ში , ცენტრალურ მოედანთან ახლოს დაიდებს.
„ჩვენ 20 ვაკანსია უკვე გამოცხადებული გვაქვს. ადგილზე დასაქმდებიან მხოლოდ ადგილობრივები. კომპანია ხსნის ახალ ფილიალებს და აცხადებს ვაკანსიებს გორსა და ზუგდიდში. დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ აპლიკაცია ადგილზე, ან მოგვწერონ Facebook-ის პირად შეტყობინებაში, ან გადმოგვიგზავნონ რეზიუმე ელ-ფოსტაზე, ან რეზიუმეს არქონის შემთხვევაში დაგვიკავშირდნენ სპეციალურ ნომერზე.
განსაკუთრებული მოთხოვნები არ გვაქვს. მიღებული თანამშრომლები გაივლიან გადამზადებას და შეისწავლიან საოპერაციო პროცედურებს“, – აცხადებენ „კარფურში“.
ცნობისთვის, “კარფური” ზუგდიდში ოცზე მეტ ადამიანს დაასაქმებს.




