“კარფური” ზუგდიდში ხვალ გაიხსნება

- „კარფური“ უკვე ზუგდიდშია – ფრანგული ბრენდის 24 – ე ფილიალი საქართველოში. ჰიპერმარკეტების ქსელი „კარფური“ განაგრძობს ახალი ფილიალების გახსნას დაგაფართოებას. კარფური ზუგდიდში ოფიციალურად 14:00საათზე გაიხსნება.
ამჯერად მან გეზი სამეგრელოსკენ აიღო და თავის ერთგულ მომხმარებელს კიდევ ერთ ახალ ფილიალს ზუგდიდში, აღმაშენებლის N10-ში სთავაზობს.
ცნობისთვის, პანდემის პერიოდში „კარფურის“ გუნდის წევრებს სამუშაო ადგილები შეუნარჩუნდათ. ამავე პერიოდში, კომპანიამ ქსელი გააფართოვა 3 ახალი ფილიალი გახსნა, სადაც 80-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა. სულ ჯამში კარფურში 2000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.
„კარფური” ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის ექსკლუზიური მფლობელია Majid Al Futtaim Retail, კომპანია ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და აზიის 37 ქვეყანაშია წარმოდგენილი. ბრენდის მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის დიდი არჩევანი ხელმისაწვდომ ფასად. „კარფური” ქართულ ბაზარზე 2012 წელს გამოჩნდა პირველი ჰიპერმარკეტით, ხოლო დღეისათვის საქართველოში 24 ობიექტით არის წარმოდგენილი.




