ზუგდიდი-თბილისის ჩქაროსნული მატარებლის მგზავრები თვითიზოლაციაში არიან

- ზუგდიდი-თბილისის ჩქაროსნული მატარებლის მგზავრები, რომლებმას 28 აგვისტოს ამავე მარშრუტით იმგზავრეს თვითიზოლაციაში არიან. ამის შესახებ STV NEWS-ს მატარებლის მგავრებმა უთხრეს.
“როგორც კი კორონავირუსი დაუდასტურდა თბილისი-ზუგდიდის მატარებლის ერთ-ერთ მგზავრს, ჩვენ დაგვირეკეს ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან და გაგვაფრთხილეს თვითიზოლაციაში ვყოფილიყავით. თვითიზოლაციის ვადა როგორც გვაცნობეს 14 დღეა. ამ დროის განმავლობაში უნდა შევინარჩუნოთ ის წესები რაც გათვალისინებულია. არ უნდა ვიკონტაქტოთ არავისთან და უნდა ვიყოთ ყველასგან იზოლირებული, მათ შორის ოჯახის წევრებისგანაც”-აცხადებს ერთ-ერთი მგზავრი, რომელიც იმ ვაგონში იმყოფებოდა, სადაც ინფცირებული იყო.
როგორც STV NEWS-მა გაარკვია, იმ ვაგონში, სადაც ინფიცირებული ქალბატონი იმყოფებოდა 30-მდე ადამიანი მგზავრობდა, თუმცა თვითიზოლაციაში ამ დრომდე 3 ადამიანი იმყოფება, ხოლო 2 საკარანტინო სივრცეშია გადაყვანილი.
ცნობისთვის, ზუგდიდის „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალმა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინა, თბილისი-ზუგდიდის მატარებლით იმგზავრა. მათივე ცნობით, ის 28 აგვისტოს ჩამოვიდა და სასტუმროში დაბინავდა.




