ფოთში, 43 წლის მამაკაცის სასტიკ მკვლელობასთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავეს

- ფოთში, 43 წლის მამაკაცის სასტიკ მკვლელობასთან დაკავშირებით, პოლიციამ კიდევ ერთი პირი გ.რ. დააკავა. დაკავებისა და ჩხრეკის პროცედურა დაახლოებით 3 საათი მიმდინარეობდა. ახლობლები აცხადებენ, რომ მათთვის გაუგებარია თუ რატომ მოხდა გ.რ ს დაკავება და მომხდარ მკვლელობასთან კავშირს გამორიცხავენ.
შეგახსენებთ, რომ 3 დღის წინ ფოთში 43 წლის მამაკაცი სასტიკად ნაცემი, უგონო მდგომარეობაში, ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე იპოვეს.აღნიშნულ საქმეზე პირველივე დღეს სამი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.




